база шаблонов joomla 3.5
დაზიანების აღმოფხვრა

საიტზე ძებნა

რეგისტრაცია

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია

არის შემთხვევები როდესაც: უცებ სიბნელეში დავრჩით ელემენტარული მიზეზის გამო.
    დაზიანდა ჩამრთველი და შუქის ანთებას ვერ ვახერხებთ, ან თავად სანათი დაზიანდა. ვართ საგონებელში ვურეკავთ მეგობრებს ახლობლებს და რჩევას ვითხოვთ, ისინიც მოდიან და თუ შეხება აქვს ელექტროობასთან ხომ კარგი პრობლემა მოგვარდება, მაგრამ თუ თქვენსავით წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, მაგრამ მაინც ცდილობს დახმარებას. შეიძლება ისეც მოხდეს ძაბვას შეეჭიდოს და დაზარალდეს კიდეც, ძაბვას ხომ თამაში არ უყვარს.

ხდება ასეთი რამეც, ოთახში რამოდენიმე შტეფსელი გვაქვს მაგრამ მხოლოდ ერთი მუშაობს.
  გამოსავალს დამაგრძელებელში ვნახულობთ ვქსელავთ სახლს მათი N რაოდენობით დავათრევთ წაღმა უკუღმა სადენებს, ისინიც ბოროტად ხან რას გამოედებიან და ხანაც რას. მაგას კიდევ არაუშავს, პრობლემა იმაშია რომ ხანგრძლივი აქეთ იქეთ თრევით დამაგრძელებელს სადენი უფუჭდება და თუ დაზიანებული ადგილი სავარძელს ამოეფარა, მაშინ ვაი ჩვენ ვრთავთ მაგალითად უთოს და ვაუთოვებთ არხეინად, ამ დროს საიდანღაც დამწვრის სუნი მოდის. ვძაბავთ ცხვირს და ვეძებთ საიდან მოდის ამ ძებნაში კვამლიც გამოჩნდა მივედით და ჩვენმა დამაგრძელებელმა ჩვენ სავარძელს ლამაზად ამოუწვა გვერდი ან ზურგი. ისევ თავში ხელები და პანიკა და თუ პანიკის გამო დამაგრძელებელი არ გამოვრთეთ და წყალი მივასხით ისევ ძაბვას ვეჯახებით და ისევ გვჯობნის და მინიმუმ წაგვიღიტინებს, მაქსიმუმ გაგვაჟრიალებს და შტეფსელთან გაკარების შიშიც კი შეიძლება დაგვიტოვოს.

რა თქმა უნდა დაზიანების შემთხვევები ამ ორ აღწერილზე მეტია ყველას ვერ ავღწერ და არც არის საჭირო. მთავარი მორალია: შეგექმნა ელექტროობასთან პრობლემა? მიმართე პროფესიონალს ან მცოდნეს მაინც. ნურც თავს ჩაიგდებ საფრთხეში და ნურც მეგობარს, იმ იმედით რომ იქნებ გამოგივიდეს და გააკეთო.  კინაღამ დამავიწყდა დამაგრძელებელი გამოსავალი არაა და ჯამში ძვირადაც ჯდება.

 

 

 

 

 

 

 

 

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
                                 
დაზიანება შტეფსელში 8,00 ლარი
დაზიანება ჩამრთველში 8,00 ლარი
შტეფსელის შეცვლა 6,00 ლარი
ჩამრთველის შეცვლა 6,00 ლარი
დაზიანება გამანაწილებელ კოლოფში 12,00 ლარი
დაზიანება ავტომატების ფარში 20,00 ლარი
ავტომატის შეცვლა (ერთი პოლუსი) 12,00 ლარი
დაზიანებული სანათის შეკეთება 10,00 ლარი
დაზიანებული ან ძველი  სანათის შეცვლა 8,00 ლარი
დაზიანებული ან ძველი  ჭაღის შეკეთება ±18,00 ლარი
დაზიანებული ან ძველი ჭაღის შეცვლა ±15,00 ლარი
სადენის  მიმაგრება კედელზე სკობებით გ/მეტრი  ( 3x2,5 მმ²  მდე)  დამყოლი კედელი 0,30 ლარი
სადენის  მიმაგრება კედელზე სკობებით გ/მეტრი  (3x2,5 მმ²  მდე)  მკვრივი კედელი 0,50 ლარი
სადენის  მიმაგრება კედელზე სკობებით გ/მეტრი  (3x4---3x10  მმ²  მდე) დამყოლი კედელი 0,50 ლარი
სადენის  მიმაგრება კედელზე სკობებით გ/მეტრი  (3x4---3x10  მმ²  მდე) მკვრივი კედელი 0,80 ლარი
   
   გამოძახება რუსთვის მასშტაბით---10
   გამოძახება თბილისის მასშტაბით---20                 
Скачать шаблон Joomla с JooMix.org
logo