база шаблонов joomla 3.5
ჩვენ შესახებ

საიტზე ძებნა

რეგისტრაცია

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია

მაქვს ელექტროობასთან მუშაობის ლამის მთელი ცხოვრების გამოცდილება, სკოლის პერიოდიდან ტელე-რადიო ტექნიკის შეკეთების წრიდან მოყოლებული დღემდე, პროფ-სასწავლებელი ელექტრო ავტომატიკის მემონტაჟის პროფესიით დავამთავრე. 1992 წლიდან კი ვმუშაობ ჩემი პროფესიით ორგანიზაციაში რომელიც იმ დროისთვის ერთად-ერთი იყო ამ განხრით საქართველოში.  დღეს დღეობით ჩინური დანადგარებით კომპლექტდება წარმოებები, ეგრეთ წოდებულ შავ საქმეს საკუთარი იაფი მუშა ხელით ართმევენ თავს მონტაჟს კი თავად ჩინელები აკეთებენ, ჩვენ კი ზედმეტები გავხდით, საქმეც შესაბამისად გაქრა და მომიწია ამ დაბალ დონის ელექტროობით თავის შექცევა და მართლაც ორი კაპიკის შოვნა. ამ საქმესაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე პროფესიონალურად ვუდგები, ვადგენ პროექტს, ვაკეთებ დეტალიზაციას თუ რისთვის და რისი გადახდა უწევს ჩემ კლიენტს, დიზაინი ხომ გემოვნების საქმეა, შესაბამისად მცირედი რჩევებით და კლიენტის გემოვნებით ვაკეთებ მაღალი ხარისხის მონტაჟს.

 

Скачать шаблон Joomla с JooMix.org
logo